სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ერთი პირი ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

(Visited 96 times, 1 visits today)

კომენტარები