გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “ქრონიკის” ინფორმაციით, თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.

20-საათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლის გადარჩენა ვერ სეძლეს. მიყენებული ჭრილობები მეთერთმეტეკლასელის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ მას სისხლის შედედების სისტემა დაერღვა.

მოსწავლისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენებაში ბრალდებულის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უკვე დადგენილია, მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
უკვე დაკავებულია კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც, ამავე ინციდენტის დროს პირველივე დღეს დაღუპული მოზარდის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ის დიღმის სამმართველოში იმყოფება.

სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, როგორც 51-ე სკოლიდან, ისე ხორავას ქუჩიდან, სადაც სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. შემთხვევას თვითთმხილველები დღეს უფრო დეტალურად იხსენებდნენ

ხორავას 4 ნომერში მომხდარ გარჩევაში დაახლოებით 30 მოზარდი მონაწილეობდა, ისინი სავარაუდოდ რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ერთ-ერთი უფროსკლასელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 51-ე სკოლის მოსწავლეებს და თვითმხილველებს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ვაკის პოლიციის განყოფილებაში.

(Visited 370 times, 1 visits today)

კომენტარები