ავტომობილების გიგანტური  კომპანია „ტოიოტა“ ახალი ინიციატივით გამოდის. იაპონური კომპანია 2020 წლისთვის გეგმავს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას სუფთა ენერგიის მიღებისთვის და მოუწოდებს სხვა კომპანიებს, ჩაერთონ ისინიც და მისცენ მარათონის სახე ამ პროექტს.

ტოიოტაგეგმავს რომ კალიფორნიის შტატში ააშენოს ფერმა,რომელიც დიდი რაოდენობით ბიოგაზის მიღების საშუალებას მისცემს კომპანიასპროექტის სახელი ცნობილია,როგორცTri-Gen Project“, პროექტის შესახებ ცნობილი გახდა წელს, ლოს ანჟელესის ავტო შოურუმზე გამართულ შეხვედრაზე.

ამერიკული გამოცემა  USA Today წერს რომ ფერმა, რომელიც  ლონგ ბიჩის პორტთან განთავსდება იქნება მსოფლიოს პირველი კომერციული დაწესებულება,რომელიც ბიოგაზის მიღებაზე იმუშავებს. კომპანიის გათვლებით, მოპოვებული ენერგია საშუალოდ 2,350 საცხოვრებელს დააკმაყოფილებს. 

„ტოიოტას“ შეფასებით, ფერმაში ბიოგაზის მოპოვებისთვის დღიურად  საჭიროდ იქნება 2.35 მეგავოლტი ელექტროენერგია და 1,2 ტონა წყალბადი. ფერმა ასევე შესაძლებლობას იძლევა,რომ იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალბადის ავტოგასამართი სადგური.

ბიოგაზის მიღების პროცესი უკავშირდება ქაღალდს, შაქრისწარმოებას, ჩამდინარე წყლებსა და რაც მთავარია ნაკელს, ამ უკანასკნელის მეშვეობით ერთად შეგროვებული სახეობები დუღდება ბუნებრივი სახით და ქმნის მეთანის აირს. „ტოიოტა“ გეგმავს,რომ ბიოგაზი მოდერინზებული დამუშავების სისტემით მიიღოს, ასეთ მოდერნიზებულ სისტემად მიჩნეულია მექანიკური და ბიოლოგიური გამწმენდი სისტემები. აღნიშნული სისტემები  ახდენენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგენერირებადი ელემენტების აღდგენას და მიკროორგანიზმებით დანაწევრებადი ფრაქციების მეთანურ დუღილს.

კომპანია ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც,რომ ფერმაში მაქსიმალურად იქნება შესაძლებლობა,რომ მოხდეს დიდი რაოდენობით ბიოგაზის წარმოება. პროექტის ფარგლებში სრულად იქნება შესაძლებელი გარემოს ციკლის მიღების შესაძლებლობა. მიღებულ აირი გამოიყენება ასევე საწვავი ძრავებისთვისაც.  თუმცა,როგორც კომპანიაში აცხადებენ, იქამდე,სანამ ბუნებრივი აირი სატრანსპორტო საწვავად გამოიყენება, იგი უნდა გაიწმინდოს, რაც ნახშირორჟანგის მოცილებას გულისხმობს.

ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში დავიწყებული ენერგიის არატრადიციული რესურსები 21-ე საუკუნეში უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ რესურსებს შორის,როგორიცაა ქარი, წყალი, მზე და ა.შ ბიომასა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

როგორც ცნობილია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2  ათასწლეულში უკვე კარგად იცნობდნენ ამ მეთოდს. შუაგულ ევროპასა და თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე არსებობდა პრიმიტიული ბიოგაზის დანადგარები.  ხოლო,პირველი თანამედროვე ტიპის ბიოგაზის დანადგარი 1859 წელს აშენდა ინდოეთში, ქალაქ ბომბეიში.

წყარო: futurism.com

ნათია კეკენაძე

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები