6 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმი.
ამასთან სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლი.