გავრცელებული ინფორმაცით, ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების ადგილზე ტყის საფარის აღდგენა 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. აღნიშნულის გადასამოწმებლად „თბილისი თაიმსი“ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუკავშირდა.
,,2017 წლის 20 26 აგვისტოს ბორჯომში, სოფელ დაბის მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძრის გავრცელების მთლიანმა პერიმეტრმა 757 ჰა შეადგინა, საიდანაც 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა. დღევანდელი მდგომარეობით, ზარალი ფულად ერთეულში დაანგარიშებული არ არის, ამ ეტაპზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ნახანძალ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს (მ.შ ნიადაგების მდგომარეობის კვლევა), რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რა დროიდან და რა მასშტაბებით დაიგეგმება აღდგენითი ღონისძიებების დაწყება.
ნინო ზარიძე