სასიამოვნოა, როდესაც შენი შექმნილი ნამუშევრებით ადამიანების ბედნიერებას, სიხარულს, ღიმილსა და აღფრთოვანებას იწვევ. როდესაც ხედავ, რომ შენი ნამუშევრები სხვებსაც გულს უთბობს და უხარებს. ასე გადაწყვიტა იულია ნიკოგოსოვამ, საკუთარი პროფესია ჰობისთვის და შემდეგ მცირე ბიზნესისთვის დაეკავშირებინა და შექმნა ხელნაკეთი ნამუშევრების ბრენდი „იულია არტი“. გოგონამ ნამუშევრების კეთება ანგელოზების მოხატვით დაიწყო და დღეს სულ უფრო მეტ ნივთს ამატებს საკუთარ ბრენდს.

„თბილისი თაიმსს“ ილუსტრატორი  იულია ნიკოგოსოვა ესაუბრა საკუთრი პროფესიისა და ბიზნესის შესახებ.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა დაგეწყოთ ეს საქმიანობა?

– მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი,როდესაც ანგელოზების ხატვა დავიწყე.პროფესიით წიგნის ილუსტრატორი ვარ და ყოველთვის ვცდილობ დავხატო საინტერესო,მხიარული და კეთილი პერსონაჟები.ჩემი ანგელოზებით ვცდილობ ადამიანებს პოზიტიური განწყობა შევუქმნა.

რასთანაა დაკავშირებული ნაუშევრების სახელი?

– პერსონაჟების  განწყობიდან, ფერებიდან  და ხასიათიდან გამომდინარე ვურჩევ შესაბამის სახელს. ძალიან მინდა, თითოეული მათგანი რაღაცით გამორჩეული, დასამახსოვრებელი და განსხვავებული იყოს ყველასგან.

ძირითადად რა სახის ნამუშევრებს ქმნით და რამდენად კონკურენტუნარიანები ხართ ბაზარზე?

– გარდა ნახატებისა, ბოლო დროს გადავწყვიტე ადამიანებისთვის უფრო მეტი მხიარულება მიმენიჭებინა,ჩემი ანგელოზებიდან მაცივარზე მისამაგრებელი მაგნიტები გავაკეთე. როდესაც მაცივრის კარს გამოაღებ ,კარზე მიკრულ მომღიმარ ანგელოზს დაინახავ  და უფრო მხიარული განწყობით გააგრდძელებ დღეს.გარდა მაგნიტებისა ჩემი ანგელოზებისგან ბროშებსაც ვაკეთებ.ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ.საქმე ახალი დაწყებული მაქ და ვფიქრობ რომ კონკურენციაზე საუბარი ჯერ ადრეა.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დამზადებისას  და სად შეიძლება მათი შეძენა?

– ვხატავ აკრილის საღებავებით და სპეციალურ მასალებს ვიყენებ მაგნიტებისა და ბროშების დასამზადებლად.ნამუშევრებს ძირითადათ სოციალური ქსელის საშუალებით  ვყიდი, რაც შეეხება ფასებს, ის ქართულ ბაზარზეა მორგებული.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ კიდევ უფრო ბევრი იდეის განხორციელებას ვგეგმავ.მინდა მუდმივად განვვითარდე და ჩემს მომხმარებელსაც მუდმივად ახალი და საინტერესო სიახლეები შევთავაზო.

მარიამ ლეკიაშვილი

                           

 

(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები