„განსაკუთრებული ჟურნალი და – შეზღუდული არაფერია“, ანუ ეს გამოცემა – პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რომელიც არის მრავალეტაპიანი და მრავალწახნაგიანი კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმება-რესოციალიზაციის და უფლებების დაცვით დატვირთული საქმიანობა. 3 დეკემბრის საინტერესო პროექტის ავტორები და ორგანიზატორები ისევ ნუგზარ ჭიაბერაშვილი და ნეკა დარბაიძეა – „განსაკუთრებული ჟურნალის“ ხელმძღვანელობა.

მთავარი

3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა და ჩვენ, როგორც „განსაკუთრებულ ჟურნალს“, რომელიც მათ დასაქმება, განათლება, უფლებების დაცვაზე, მათ საზოგადოებაში ჩართულობაზე და რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ყოველ დღე ვაკეთოთ მათთან ერთად საერთო საქმე. განსაკუთრებით კი 3 დეკემბერს და 14 ივნისს.

ევროპასთან ასოცირების საკითხი

აღნიშნული გამოცემის უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ საკითხების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა-რეალიზაცია – მუხლი #349 პუნქტი – დ. ეს ჩვენი რედაქციის პირადი ინიციატივა და პრიორიტეტია, რომელიც უკვე წლებია საერთო სამოქალაქო-საზოგადოებრივ აქტიურობად იქცა. ბოლო პერიოდებში ჩვენი გამუდმებული მცდელობებითა და თემის პოპულარიზაციის გამო, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია, კონკრეტულად კერძო სტრუქტურა ერთვება ჩვენს ღონისძიებებში. ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ადაპტირებულ გარემოს, რის გამოც თბილისში სასტუმრო  „იოტა“ შევაჩიეთ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ადაპტირების თვალსაზრისით ნებისმიერ ადამიანზეა მორგებული. სადიზაინერო სასწავლო ცენტრ „ფეშენ ჰაუსის“ ხელმძღვანელმა ია ჩაკვეტაძემ, ჩვენს მიერ დასაქმებულ და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად შექმნა 3 დეკემბრისთვის სამოსი, ქართული შტრიხებითა და თანამედროვე სტილით. ასევე მუშაობდნენ დამწყები დიზაინერები (ეკა მოდებაძე, ეკა მარშანია, ქეთი მაჭარაძე, ნათია გრიგალაშვილი, მარი ზაალიშვილი, სალომე გედევანიშვილი, ქეთი ოდიშვილი, ლელა ბერიშვილი, ნათია ნასყიდაშვილი, ია მებაღიშვილი, ნათია გაბათაშვილი). გარდა ამისა, დიდი ინიციატივითა და დაინტერესებით ჩაერთო კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები: „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“, სკოლა „ცოდნა“ და მარი ბროსეს სახელობის ფრანგული სკოლა.

ჟურნალის შექმნის ისტორია

„ჟურნალის სახელწოდება „განსაკუთრებული ჟურნალი“ იქიდან მომდინარეობს, რომ აღნიშნულ ჟურნალს ქმნიან შშმ პირები ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც, სინამდვილეში, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან – ეს აზრი წლების წინ გავაჟღერე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ილია მართლის-ჭავჭავაძისეული გაზეთი „ივერია“ აღვადგინეთ ანუ მისი ხელმეორედ გამოცემა დავიწყე, რომელშიც უკვე ე.წ. შშმ პირები დავასაქმეთ. პროექტს მალევე გაუჩნდა ათასობით მხარდამჭერი და აიტაცეს, რომ არ არსებობს შშმ პირი და არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი… შშმ პირებისადმი სტიგმა – შშმპ სტიგმად ქცეული სტატუსის წინააღმდეგ დავიწყეთ აქტიური მუშაობა. „განსაკუთრებული ჯურნალი“ დღესაც ერთადერთი ინტეგრირებული გამოცემაა საქართველოში.  შშმ პირი, ჩვენი ხედვით, კნინობით ფორმაა და ადამიანის უფლებებს ლახავს, ერთგვარ დისკრიმინაციას შეიცავს და ეს ყველაფერი კანონის ძალით კეთდება… საინტერესოა ალბათ როგორ შეიქმნა სახელი „განსაკუთრებული ჟურნალი“: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი (შშმ პირები), ისევე როგორც ყოველი ჩვენგანი, განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან. ასე რომ, ჟურნალსაც, შესაბამისი სახელი ვუწოდეთ – „განსაკუთრებული ჟურნალი“, რასაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობაც დაეთანხმა, ეს კი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლიდან, თვეში ერთხელ.

დასაქმება…

აღნიშნულ ჟურნალში, ამ ეტაპზე უკვე დასაქმებული გვყავს ოცამდე ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი – სხვა ცნობილ და დამწყებ ჟურნალისტებთან ერთად. ყოველი მათგანი თავად დადის ინტერვიუებზე, თარგმნიან, კონტაქტობენ ინტერნეტის საშუალებით რესპონდენტებთან და ამზადებენ სხვადასხვა შინაარსის საინტერესო და აქტუალურ მასალებს, ეწევიან აქტიურ საზოგადოებრივ და ჟურნალისტურ ცხოვრებას საზოგადოების სასარგებლოდ. „განსაკუთრებული ჟურნალი“ არის კულტურულ-საზოგადოებრივი და ე.წ. შშმ პირთა ცხოვრების ამსახველი გამოცემა. ვწერთ მათ მრავალფეროვან შემოქმედებით ცხოვრებაზე.

დაჯილდოება…

აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოდა, რომელიც წარმოადგინა „ფეშენ ჰაუსის“ ხელმძღვანელმა ია ჩაკვეტაძემ, ასევე მონაწილებდნენ დამწყები დიზაინერები (ეკა მოდებაძე, ეკა მარშანია, ქეთი მაჭარაძე, ნათია გრიგალაშვილი, მარი ზაალიშვილი, სალომე გედევანიშვილი, ქეთი ოდიშვილი, ლელა ბერიშვილი, ნათია ნასყიდაშვილი, ია მებაღიშვილი, ნათია გაბათაშვილი), უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის შემოქმედება, „განსაკუთრებული ჟურნალის“ კორეპოსნდენტების – მარინე ქაციბაიას  ქალის სამოსის ესკიზები და მაია ანთიძის გობელინი და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ… ასევე მოხდება შშმ პირთა განათლება და უფლებების დაცვის დასაქმება-რესოციალიზაციის, საკითხებში მოღვაწე მარინა მამულიას დაჯილდოვება ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენითა და ზაზა სიხარულიძის პრემიით. ასევე უსინათლო ცნობილი მხატვარი, გიორგი ქობელაშვილი დაჯილდოვდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენითა და ზაზა სიხარულიძის პრემიით. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს „განსაკუთრებული ჟურნალის“ რედაქტორმა, ლადო კახაძემ და უფლებადამცველმა, გულიკო ზუმბაძემ.

და ბოლოს…

შშმ პირთა უფლებების განათლებაზე, დაცვაზე, დასაქმებაზე და საბოლოოდ მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციაზე „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი სხვა უამრავ პროექტს და აქტივობას გეგმავ, რადგან მისი თქმით, რეალურად არაფერი კეთდება ამ კატეგორიის ხალხისთვის, პრობლემები კი ისევ მოუგვარებელი რჩება… განსაკუთრებით რთულადაა საკითხი ქუჩების რეაბილიტაციის კუთხით – მიწისქვეშა გადასასვლელებში და სხვ., უფრო მძიმე სიტუაციებია თბილისის მერე სხვა ქალაქებში და რეგიონებში… თითქმის არაფერი კეთდება უსინათლოთათვის არც თბილისში და არც სხვაგან…

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები