„ჩვენ ველოდით ამას, მობილიზებული მყავდა პრესსამსახური, დაცვის 10-15 თანამშრომელი, კარები დამაგრებული გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა დამატებითი დრო, რომ მოგვეხდინა ხალხის მობილიზება. ამიტომ გადავედი სახლის სახურავზე“ , – კიევში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, ამიტომ არ ვურჩიე ხელის დაკარება, რადგან სახურავი დამრეცი იყო, თან წვიმდა და სრიალებდა. ამასობაში ვაგროვებდით ხალხს, რადგან ჩაგვიხშეს ტელეფონები.  მაიდანზე შევძახე ხალხს, საიდანაც უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა. მიუხედავად იმისა,რომ ხალხი 7 საათის შემდეგ სამსახურებში წასვლას იწყებდა, მაიდანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

საზღვარზე იყვნენ ჩამოსული აქტივისტები და ამას ველოდით, მაგრამ დღეს მოვიდნენ მეზობლები, გამვლელები, ჩვეულებრივი ადამიანები. ქალებმა და კაცებმა მართლა გმირულად იბრძოლეს, ყოფილი სამხედროები, ყოფილი ვეტერანები მოვიდნენ და უბრალოდ გაარღვიეს ის, რაც ხდებოდა. რა თქმა უნდა საფრთხე არ არის დასრულებული. ისინი მოიქნევენ კუდს აუცილებლად.  ერთჯერადი ეფექტის შექნა და შემდეგ ჩემი მოშორება უნდოდათ, მაგრამ არც ერთი გამოუვიდათ და არც მეორე. მენდეთ, უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს, ხალხს დასჭირდება“ , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები