„ბრალდებები, რომელიც წამიყენეს, იმდენად იდიოტურია, რომ კომენტარიც ზედმეტია. დამემუქრენენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, „ეს-ბე-უ“ შექმნიდა კომპრომატს. მე ვთქვი,რომ ჩემზე კომპრომატი არ არსებობს და მითხრეს თუ არ არსებობს, შევქმნით პრობლემა  არ არისო“ , – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„სამწუთიანი აუდიოჩანაწერის შექმნას და აწყობას არაფერი სჭირდება. წინა კვირას განვაცხადე, რომ ჩემი სხვადასხვა სატელეფონო ჩანაწერებიდან აწყობდნენ ერთ ჩანაწერს, მაგრამ უკრაინაში ამას არავინ ჭამს, რადგან არავინ ენდობა ამ ორგანოებს, იციან რაზე არიან წამსვლელები. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ჩვენ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ მე არ ვარ რაღაცა პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩვეულებრივად ჩავბარდე და სადმე წამიყვანონ ავტოზაკით. გავიბრძოლებ, მათ შორის ფიზიკურადაც. უბრალოდ ძალადობას არ უნდა დანებდე მარტივად.

სამართალდამცავები, რომლებიც ჩემს სახლში შემოვიდნენ, მათი ნაწილი ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან, ”ეს-ბე-უშნიკები”, რომლებთან ერთადაც ავტომობილში ვიყავი, 2 იყო ძალიან ცუდი, 7-დან 3 ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და 2 გაურკვევლობაში. ყველა ლანძღავდა პოროშენკოს. დარწმუნებული ვარ, ხელბორკილებს ამათ წინააღმდეგ სიამოვნებით გამოიყენებენ ”ეს-ბე-უშნიკები“.

ხელბორკილები მომხსნეს სამართალდამცავებმა და მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ჩემი გათავისუფლების დროს. საიდანღაც მანქანაზე ჩვენი მოძრაობის აქტივისტი მღვდელი ამოძვრა, ლოცვები წამიკითხა, სახანძრო კიბით ამოცოცდა,  ასეთი უცნაური ხალხია. რა თქმა უნდა უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს. აქ ივანიშვილი საერთოდ არაფერი არაა. თუ იმავეს გავაკეთებთ, რაც დღეს უკრაინელმა ხალხმა გააკეთა, მაგათ დიდი დრო არ უჩანთ. იმპიჩმენტის პირდაპირი მოძრაობა დღეს იყო ხალხის მარში“ ,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები