სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო.

საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლოს. უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს.

სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა.

საწარმოში, რომელშიც  800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.

კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები