გამოცემა New Media & Society-ის კვლევის თანახმად, ევროპის მასშტაბით, 9-დან 16-წლამდე ბავშვების 46%-ს აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი. კვლევაში მიმოხილული იყო ბელგიელი, დანიელი, ირლანდიელი, იტალიელი, პორტუგალიელი, რუმინელი და დიდ ბრიტანეტში მცხოვრები 3500 ბავშვი.

მილანის უნივერსიტეტის ლექტორისა და კვლევის ავტორის, ჯოვანა მაშერონის თქმით, „2014 წელს ევროპაში მცხოვრები ბავშვების 80%-ს არ ჰქონდა არც  საკუთარი მობილური ტელეფონი  და არც სმარტფონი. 46% ფლობდა მხოლოდ სმარტფონს და 33% მობილურ ტელეფონს“. ჯოვანას თქმით, ქვეყნებს შორის განსხვავებები თავს იჩენს სკოლებში,ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის კუთხით.

მაგალითისთვის, ბავშვებს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში უკრძალავენ მობილური ტელეფონის გამოყენებას სკოლაში, მათ არ აქვთ WI-FI-ზე წვდომა და საგაკვეთილო პროცესში ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლები შენიშვნას აძლევენ მოსწავლეებს.
თუმცა, დანიურ სკოლებში სმარტფონებს აქტიურად იყენებენ  საგაკვეთილო პროცესში.

პორტუგალიაში ინტერნეტთან წვდომაზე პრობლემები დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისთან, ვინაიდან ინტერნეტი ამ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ფუფუნებად აღიქმება.

შეერთებულ შტატებშიც მობილური ტელეფონის გამოყენებას ბავშვები, როგორც ჩანს ადრეული ასაკიდანვე იწყებენ.

Nielsen – ის კვლევის თანახმად, 10 დან 12 წლამდე ბავშვების 45%-ს აქვს  სმარტფონი. ხოლო 8წლამდე ბავშვების 42%-ს აქვს საკუთარი  ტაბლეტი. ფსიქოლოგ დუგლას ჯენტილესთვის ეს ციფრები შოკისმომგვრელი ნამდვილად არ არის. პროფესორი კვლევაში იყო ჩართული და იკვლევდა ბავშვებზე მედიის დამოკიდებულებას.

„ნამდვილად არაა გასაოცარი ეს ციფრები. ისინი ასახავენ იმას,რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ აეროპორტებში, რესტორნებში, საკუთარ სახლშიც კი,როდესაც ჩემი პატარა ქალიშვილი არც კი უყურებს ტელევიზორს და მხოლოდ საკუთარ მობილურს უთმობს ყურადღებას“, – ამბობს ჯენტილე სიენენთან ინტერვიუში.

ევროპისა და აშშ-სგან განსხვავებით, სამხრეთ კორეაში უფრო ნაკლებ დროს უთმობენ ბავშვები მობილურ ტელეფონებს და შედარებით უფრო მაღალი ასაკიდან იწყებენ მის გამოყენებას. კვლევის თანახმად, სამხრეთ კორეის 11დან 12-წლამდე მოზარდების 72%-ს აქვს საკუთარი ტელეფონი და მათ ისინი საშუალოდ დღეში 5,4 სთ-ს უთმობენ. უფროსები 3,8 სთ-ს უთმობენ დროს მობილურ ტელეფონებს.

UNICEF-ის 2013 წლის კვლევის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 5-დან ყოველ მე-4-ს აქვს მობილური ტელეფონი და ბავშვების 31%-ს აქვს საკუთარი სოციალური ქსელი. 

განაში 9-დან 18 წლამდე ბიჭი მოზარდების 18,8%-ს, ხოლო გოგოების 12,9%-ს აქვს საკუთარი მობილური. მალავის შემთხვევაში ეს რიცხვი ბევრად მცირეა, იქ ბიჭების მხოლოდ 10,4%-ს აქვს მობილური, გოგოების შემთხვევაში კი,  ეს რიცხვი 6,2%-ია.

ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლებმა 8 წელი დაასახელეს იმ სასურველ ასაკად, როდესაც მშობელმა ბავშვს მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება უნდა მისცეს.

New Media & Society-ის კვლევა: journals.sagepub.com

Nielsen – ის კვლევა: www.nielsen.com

ნათია კეკენაძე

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები