აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომამდე სირიის თემაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.
კერის თქმით, გაეროს ანგარიშმა აჩვენა, რომ ვაშინგტონი მართალია და აგვისტოში ქიმიური თავდასხმა ასადის რეჟიმმა განახორციელა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მტკიცების საპირისპიროდ, ოპოზიციის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე ანგარიშში მინიშნებული არ არის და რაკეტები ასადის რეჟიმის კუთვნილი რეგიონებიდან იქნა გატყორცნილი.
მან დაამატა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე საჭიროა მომდევნო კვირაში სამოქმედოდ მზად იყოს.
ამავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თავისუფალი სირიის არმიისათვის კონტროლირებადი ფორმით იარაღის მიწოდების მომხრეა.
ოლანდმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდება. მისივე თქმით, ეს ირანის ინიციატივაა.
21.09.13