„გამოძიება მიმდინარეობს და ეს პროკურატურის საქმეა, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დაზარალებულებმა არაფერი ვიცით, თუმცა გვქონდა შეხვედრა „ლეოგრანდის“ ადვოკატთან და იურისტთან. მათი მოსაზრებები ჩვენთვის მიუღებელია, მაგალითად კომპენსაცია“, -24 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხანძრის გამოძიებაზე და შესაძლო დამნაშავეების დაკავებაზე ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ჯუმბერ ქამადაძემ „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახის წევრებს კომპენსაცია სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს და ტკივილს ვერ შეუმსუბუქებს, ჩვენ მიგვაჩნია,რომ ეს დიდი ზარალი რაღაცნაირად უნდა იყოს ანაზღაურებული. ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მათი შემოთავაზება იყო მიუღებელი.

„ლეოგრანდს“ არ ჰქონდა სახანძრო ვალდებულებები, რაც უნდა ჰქონოდა. ის,რომ დღეს სასტუმროები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობას და არ იცავენ მოსახლეობას, ფაქტია. თუმცა, ეს იმას არ ნიშავს,რომ დათო ქამადაძის ოჯახი ვერ მიაღწევს შეთანხმებას „ლეოგრანდის“ ხელმძღვანელობასთან“. ჩვენთვის კომპენსაცია არაფერს ნიშნავს, მაგრამ მორალური ზარალის ანაზღაურების საკითხი დგას. ეს პიროვნებები დამნაშავეები არიან , უნდა აგონ პასუხი, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს „ლეოგრანდის“ ხელმძღვანელობას მატერიალური ზარალის ანაზღაურებისგან“ , – განაცხადა ჯუმბერ ქამადაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 326 times, 1 visits today)

კომენტარები