15 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
18 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
19 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
19 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ

და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ  საზეიმოდ გახსნეს.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთი ათასამდე კვადრატულ მეტრს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის, ხოლო ვალეს საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირდა ორი ათას კვადრატულზე მეტი ფართი და 300 ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში განაგრძობს განათლების მიღებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო, დამატებით 12 ათასი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

გაზიარება