2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

„პარლამენტში ძვირფასი მანქანა არავის არ ჰყავს, 45 ათასი ლარის ღირებულების, 15 ათასი ევროიანი მანქანები არის ყველაზე ძვირიანი და ეს არის პროტოკოლში,რომ უნდა იყოს ახალი მანქანა, რადგან როდესაც ძველ მანქანას ყიდულობ, მას სჭირდება მეტი თანხა განახლებისთვის, რემონტისთვის“ , – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.

„მანიპულაცია ხდება ჩემი სიტყვების, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებთ ფრაზას. გადავამოწმე და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი არის 7%, ხოლო ღარიბი ვისაც ჰქვია არის 200 ათასი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის 500 ათასი. 7% არის ისეთი ღარიბი,რომელსაც არც ჭერი აქვს. ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თითოეული სოციალური მუშაკის საქმიანობაზე, თუ აღმოჩნდება, რომ ვინმეს სოციალური დახმარება არასწორად მოუხსნეს, გაასაჩივრებს და იმ სოციალურ მუშაკს დასჯიან. 3 ათასამდე სოციალური მუშაკის მოქმედებაზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. 2018 წლიდან მთელი სოციალური დახმარება გადავა რეგიონებში და იქვე გაირკვევა ვის მოუხსნეს, რატომ და როგორ. მოსახლეობაც უნდა იყოს ჩართული და თუ რაიმე გადაცდენა იქნება, მაშინვე უნდა მიმართონ სოციალურ სამსახურს.

ჩვენი ბიუჯეტის მესამე რიცხვი არის ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაზე .რა შესაძლებლობაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. მკურნალობა უფასოა და წამლებს რაც შეეხება, ძირითადი წამლები ეძლევათ უფასოდ. წნევის, გულსისხლძარღვთა რამდენიმე წამალი მათ აქვთ უფასოდ. შეცდომები ცხადია არის, მაგრამ ადამიანების მიმართ ზრუნვა რომ არ უნდოდეს სახელმწიფოს, ამ შენიშვნას ვერ მივიღებთ“ , – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები