„მიუხედავად ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების სირთულეებისა, შესაძლოა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს,რომ არ მოხდეს მათი ტრანზიტი რუსეთში. ამისთვის ქართულ სპეცსამსახურებს სჭირდებათ რუს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა,რომ დადგინდეს ვის სურს საქართველოს ტრანზიტად გამოყენება“ , – 2017 წლის დასამახსოვრებელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ობიექტივზე“, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
„2017 წელს შიდა პოლიტიკაში მთავარი მოვლენა იყო ადგილობრივი არჩევნები,რომელზეც მკვეთრად გამოიხატა ის პრობლემები რაც გვაქვს. ამომრჩეველი სრულიად უარს ეუბნება მთელ პოლიტიკურ ელიტას და ეძებს მესამე ალტერნატივას. რესურსები ამ ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს, მთლიანად ნეგატიური არჩევნები იყო, ორიენტირებული ხმის გაყიდვაზე და არა მომავალზე.
ტერაქტი იმ ფონზე,რომ სირიაში თითქოს დასრულდა ბრძოლა მათ წინააღმდეგ და არის საშიშროება,რომ მეტასტაზებივით მოედებიან სხვადასხვა ქვეყანას. ასევე არის იმის რისკი,რომ მათი ნაწილი სამშობლოში, ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდება.ისინი რუსეთში პირდაპირ ვერ წავლენ, რადგან სპეცსამსახურებს მათი მონაცემები აქვთ და შექმნიან სატრანზიტო პლაცდარმებს. სირთულეები ამ კუთხით უკვე დაწყებულია და არ გამოვრიცხავ,რომ ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს.
მგონია,რომ რაღაცა დღესაც არ გვაქვს წესრიგში. უფრო მეშინია რა ხდებოდა ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩატაევის გათავისუფლების შემდეგ. რატომ მოხდა,რომ ეს სპეცოპერაცია ჩატარდა შს ახალი მინისტრის დანიშვნიდან მე-3 დღეს. რა ტაქტიკური სტრატეგიაც არ უნდა გქონდეს, არ შეიძლება ტერორისტებთან თამაში“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე