4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
5 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
5 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

მთავრობის განახლებული სტრუქტურა დღეს ამოქმედდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღეიდან უკვე ენერგეტიკულ მიმართულებასაც ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, ისინი მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებენ, კანონით დადგენილი 3-თვიანი ვადის შემდეგ კი ახალი სტრუქტურა ამოქმედდება.

“ამ ეტაპზე მოხდება სრული გაერთიანება. შემდეგი 3 თვის განმავლობაში სრულად ჩამოვყალიბდებით როგორც ადამიანური რესურსის, ისე სტრუქტურის მიმართულებით. ყოველდღიურად ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რამდენიმე საათს ვუთმობ სტრუქტურის ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებად გიორგი ჩიქოვანი, რომეო მიქაუტაძე და თორნიკე რიჟვაძე მუშაობდნენ.

გაზიარება