16 დეკემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში კომპანია „JAM! Events” წარმოგიდგენთ გერმანული ბენდის DIARY OF DREAMS -ის კონცერტს, რომელიც საქართველო–გერმანიის
ჯგუფის სტილი Electronic Darkwave-ის მიმართულებით, სინტი–გოთიკისა დ
5 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Deutsche Alternative Chart-ში ლიდერობს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად ტარდება ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი თბილისსაც ეწვევა.
Tbilisi Event Hall-ში გამართულ კონცერტზე იქნება განახლებული ლაინაფი. ნაცნობ და საყვარელ ჰიტებთან ერთად შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან.
ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის, სადაც მას უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქართველმა მსენელმა ჯგუფი პირველად„JAM! Fest 2015”-ზე გაიცნო და ძალიან თბილად მიიღო.
მუსიკალური პროექტი Diary of Dreams 1980-იან წლებში ვოკალისტმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ადრიან ჰეიტსმა შექმნა. Diary of Dreams – ჯგუფის სახელწოდება მან თავისი ერთ–ერთი ადრეული, კლასი
თავისი ბენდის შექმნამდე, ადრიან ჰეიტსი ჯგუფ Garden of Delight-ის ბას-გიტარისტი იყო. მას გამოშვებული აქვს 16 სტუდიური ალბომი, 12 სინგლი და DVD. მუსიკას და ტექსტებს ჰეიტსი დამოუკიდებლად ქმნის. იგი დასავლეთ გერმანიაში კლასიკური მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, ფორტეპიანოზე, გიტარისა და ვოკალის მიმართულებით სწავლობდა. მისი ელექტრონული მუსიკით დაინტერესება Kraftwerk-მა გამოიწვია.