„ვერ გაარკევვ სად არის დახარჯული, არ არის ჩაშლილი. ეს არის კანონდარღვევა. ფონდი შედგება ორი ნაწილისგან: საქველმოქმედო და კომერციული. 2011-15 წლებში მობილიზებულია 7 მილიონზე მეტი თანხა და აქედან 27% არის დახარჯული ქველმოქმედებაში, ეს არის 2 მილიონზე ცოტა მეტი“ , – ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ე.წ სკანდალზე და შესაძლო ფინანსურ პრობლემებზე გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქეთი ხატიაშვილმა „ტვ პირველზე“ გადაცემაში „პირველები“ ისაუბრა.
„დანარჩენი თანხის შესახებ ინფორმაცია არ არის. ფაქტია რომ ეს თანხა ქველმმოქმედებაზე არ არის გაწერილი. გარაფაში „ სხვა ხარჯები“ არის 5 მილიონზე მეტი და მათგან 3 მილიონი საერთოდ არ არის ჩაშლილი. ჩვენ უბრალოდ კითხვები დავსვით და არ ვიცი რატომ გამოიწვია გაღიზიანება.
პაატა ბურჭულაძის ფონდით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც მან პოლიტიკაში გადმოინაცვლა. გვაინტერესებდა მისი,როგორც საერთაშორისო ვარსკვლავის „ბეგრაუნდი“. ფონდისგან რომ ვერ მივიღეთ პასუხები, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ გადმოეცათ ჩვენთვის ღია ინფორმაციები. „იავნანამ“ საარჩევნო პერიოდში ჩვენთან არ ითანამშრომლა. ქველმოქმედების მთელი არსი ის არის,რომ 1 თეთრსაც როცა გადავრიცხავთ, უნდა შეგვეძლოს თანხის დახარჯვის მიზნობრიობა. ეს შეუძლებელი იყო ფონდ „იავნანასთვის“, – განაცხადა ქეთი ხატიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე