სინიპტიკოსების ცნობით, 19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში კი 6-11 გრადუსი იქნება.

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. 19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-11 გრადუსი იქნება. 19 დეკემბრიდან კი საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გაზიარება