„მთელი კამპანიის მანძილზე შეინიშნება,რომ ვინც ამ საქმეს იძიებს, ფაქტობრივად არ ეყრდნობიან ფონდის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა და საკმაოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არის მოხსენიებული პაატა ბურჭულაძე“ , – ფონდ „იავნანას“ მიმართ არსებულ ბრალდებებზე, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა „ ტვ პირველზე“, გადაცემა „ პირველების“ ეთერში ისაუბრა.

„ყულაბებიდან და სატელეფონო ზარებიდან მიღებული თანხების 100-ივე პროცენტი მოხმარდა ქველმოქმედებას. ამის გარდა იყო მიზნობრივად გადმორიცხული თანხები,რომლებიც უნდა მოხმარებოდა მსახიობების, მომღერლების მოწვევას, მათ გამასპინძლებას, კონცერტების დაგეგმვას. ეს არავისთვის დაფარული არ ყოფილა.

ეს ფონდი შექმნილია კანონის სრლი დაცვით. საგადასახადო კოდექსის მე-10 მუხლით, საქველმოქმედო საქმიანობა არის როგორც უსახლკარო ადამიანების დახმარება, ასევე კულტურის პროპაგანდა. მსოფლიო მუსიკის პირველი სახეები იყვნენ მოწვეულები საქართველოში და ამ ფონდის მეშვეობით მოხდა უდიდესი ღონისძიებების დაგეგვა საფრანგეთში, საბერძნეთში, ისრაელში.

თანხის მიღების სამი წყარო არსებობდა, პირველი არის ხალხის შემოწირულობა, ყულაბებში ჩაყრილი თანხა და ზარები. მეორე წყარო არის მიზნობრივი გადამორიცხვები სპონსორებისგან, მათ შორის მერიისგან,რომლის ორგანიზებითაც ხდებოდა კონცერტების მოწყობა. მესამე ნაწილი არის უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ამ თანხას უხდიდა თანამშრომლებს. არსებობს პოლიტიკური დაკვეთა პაატა ბურჭულაძის მისამართით, მაგრამ არ ვიცი ვისგან“ , – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 61 times, 1 visits today)

კომენტარები