პუტინი მეოთხე ვადით პრეზიდენტობას აპირებს. მან განაცხადა, რომ 2018 წლის გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.
კლუბ ვალდაიში მყოფმა პუტინმა, საფრანგეთის ყოფილ პრემიერს ფრანსუა ფიონს ჰკითხა, წამოაყენებდა თუ არა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაზეც ფიონმა საპასუხო კითხით უპასუხა.
კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ ”ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს”.
რუსეთის ლიდერი კრემლში პირველად 1999 წლში შევიდა და 2008 წლამდე რუსეთს მართავდა, 4 წლიანი პაუზის შემდეგ კი კიდევ ერთხელ იქნა არჩეული პრეზიდენტად.
რუსეთში, სადაც საპრეზიდენეტო ვადა 6 წლამდე გაიზარდა, პუტინის 2018 წელში მეოთხე ვადით არჩევას კონსტიტუცია არ ეწინააღმდეგება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე უცხოელებისთვის დაწესებული ამკრძალავი ნორმა გასაჩივრდა
17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს.
მოსარჩელეა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოდან – ორგანიზაციიდან, რომელმაც მორატორიუმის დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა იმის გამო, რომ ის არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს უცხოელებს.
მორატორიუმის დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების ორი დეპუტატის ინიცირებული იყო, პარლამენტმა 28 ივნისს დაამტკიცა, ხოლო ის ძალაში 17 ივლისს მას შემდეგ შევიდა, რაც მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი.
მოსარჩელე მათიას ჰუტერი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მან შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება.
ივნისიდან მოქმედებს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში – მაქსიმუმ 45 დღეში მიიღოს.
21.09.13