მსოფლიოს ორ უმდიდრეს ადამიანს ბილ გეითსსა და მარკ ცუკერბერგს სხვადასხვა გამოცემასთან ინტერვიუს დროს უთქვამთ, რომ მათთვის კითხვა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
ბილ გეითსმა “ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუს დროს თქვა,რომ ის საშუალოდ წელიწადში 50 წიგნს კითხულობს. ხოლო მარკ ცუკერბერგმა შექმნა წიგნის მკითხველთა ონლაინ კლუბი, სადაც ის შექმნის დღიდანვე გაწევრიანდა და ყოველ ორ კვირაში ახალ წიგნს კითხულობს.
წლების განმავლობაში ჟურნალისტების ერთ-ერთი კითხვა იყო ის, თუ რა წიგნს ურჩევდნენ ისინი მკითხველებს. გამოცემა Weforum-მა ამოარჩია სხვადასხვა ინტერვიუდან მარკ ცუკერბერგისა და ბილ გეითსის ფავორიტი წიგნები და ავტორები.
უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ბილ გეითსის ფავორიტი წიგნი , Shoe Dog-ია, ავტორი ფილ ნაითი გახლავთ. ავტორი „ნაიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი მემუარები შეეხება ბიზნესში წარმატებისკენ მიმავალ გზას. თუმცა გეითსი გვეუბნება, რომ ეს ბანალური წიგნი არ გახლავთ, მასში ბევრი ქაოსური, სარისკო და შეცდომებით სავსე ამბებია მოთხრობილი. „ნაითსი არ ცდილობს მკითხველისთვის რაიმეს სწავლებას, ის უკეთეს რამეს აკეთებს, თავის ისტორიას ყვება გულწრფელად,“ – ამბობს ბილ გეითსი.
მარკ ცუკერბერგის აზრით, სტივენ პინკერის „ჩვენი ბუნების უკეთესი ანგელოზები“ არის ის წიგნი, რომელიც გვთავაზობს შეხედულებას იმის შესახებ თუ, როგორ შეუძლია სოციალურ მედიას შეცვალოს ადამიანის პერსპექტივები და ხედვები ძალადობასთან დაკავშირებით. 800 გვერდიანი წიგნის ავტორი ჰარვარდის პროფესორია. ცუკერბერგს ამ კონკრეტულ წიგნთან მიმართებაშ გეითსიც ეთანხმება.
სიდჰართა მუქერჯის „გენი“ – ბილ გეითსის საყვარელი წიგნია. წიგნმა პულიცერის პრემია მოიგო. ავტორი გენომური მეცნიერების შესახებ ყვება ისტორიებს, სხვამს კითხვებს ეთიკურ საკითხებზე. „ექიმები სამმაგი საფრთის წინაშე დგანან“,- ამბობს ბილ გეითსი – „ როდესაც ზრუნავენ პაციენტებზე, ატარებენ კვლევებს და ასწავლიან სტუდენტებს, თუმცა სიდჰართა მეოთხე საფრთხის წინაშე დგება, ის წერს წიგნს, რომელშიც იდეალურად აღწერს უახლეს სამეცნიერო მიღწევებს,რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს სამედიცინო სფეროზე“.
ცუკერბერგი ასახელებს წიგნს „რატომ ეცემიან სახელმწიფოები“, ავტორი დეირონ აქემოღლუ და ჯეიმს რობინსონი არიან. ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისა, სხვა მნიშვნელოვან გარე ფაქტორებსაც შესწევთ ძალა დაარღვიონ სახელმწიფოთა მთლიანობა.
მარკის საყვარელი წიგნია ასევე „მსოფლიოს მბრძანებელი“, რომლის ავტორიც ჰენრი კისინჯერია.
ნათია კეკენაძე