“დროის კაფსულა”, რომელიც Apple-ის კომპანიის დამფუძნებელს, სტივ ჯობს ეკუთვნის, კოლორადოს შტატში კერძოდ კი, ქალაქ ასპენში მიწიდან ტელეგადაცემის Diggers-ის მონაწილეებმა 30 წლის შემდეგ ამოთხარეს.
ოთხ მეტრიანი “ასპენის დროის მილი” 1983 წლის დიზაინის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისას, რომელშიც ჯობსი მონაწილეობდა იყო ჩამარხული.
მისი ამოღება 20 წლის შემდეგ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ველზე სხვადასხვა ცვლილებების შედეგად იგი ვერ იპოვეს.
მილში, კომპიუტერული თაგვი ლიზა, რომელიც ჯობსის ქალიშვილის სახელს ატარებდა, სხვადასხვა ფოტოსურათები, ფირები და 6 ქილა ლუდი იყო განთავსებული, რომელიც იქნებოა მპოვნელის ჯილდო”.
აღსანიშნავია, რომ შოუს მონაწილეებმა 2 საათზე მეტი დახარჯეს რათა ჯობსის “დროის მილი” ზედაპირზე ამოეტანად. იქამდე მათ ორი ორმო ამოთხარეს.
21.09.13
ბელა არუთინოვი