დღეს, ჩვენს რეალობაში, დასაქმება არც თუ ისე ადვილია და სამსახურის “შოვნა” არ უკავშირდება მარტივ ინსტანციებს… თუ სამსახურით უზრუნველყოფილია ადამიანი, აქ უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს, რამდენად დაცულია მისი როგორც თანამშრომლის უფლებები.
რა უნდა ვიცოდეთ როცა მივდივართ ახალ სამსახურში, რა არის ხელშეკრულება და როგორ მივხვდეთ, რომ ხელმძღვანელი ჩვენს უფლებებს აღვევს, ამ და სხვა საჭირო საკითხებზე “თბილისი თაიმსს” იურისტი, ნესტან ფიფია ესაუბრა.
– სამსახურში ხემძღვანელი თუ უფლებებს გვირღვევს და ამას გინდათ, რომ მიხვდეთ პირველ რიგში უნდა იცოდეთ რა უფლებები გაქვთ, ანუ რა უფლებას განიჭებთ შრომის კანონდებლობა. მაგალითად, თუ ხემძღვანელი გთხოვთ, რომ კვირაში 48 საათზე მეტი იმუშაოთ, უკვე ირღვევა თქვენი უფლება. თუ სამსახურში შესრულებელი საქმიდან გამომდინარე, საჭიროა ზეგანაკვეთური სამუშაო, ასეთი დრო ხემძღვანელმა უნდა აგინაზღაუროთ სამუსაო საათები.
ასევ ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურის დაწყებისთანავე ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის შინაგანწეს, რათა განსაზღვროთ რამდენად მისაღებია ის პირობები რომელსაც კომპანია თავიდანვე გთავაზობთ.
რა უნდა ვიცოდეთ სამსახურში ხელშეკრულების დადებისას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– ხელშეკრულების დადებისას უნდა ვიცოდეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ, ასევ რა სატუსით ვიწყებთ მუშაობას, რა იქნება ჩვენი უფლებები და მოვალეობები კომპანიის მიმართ, რა შინაგანაწესი აქვს კომპანიას, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. გვასაქმებენ თუ არა დროებითი სამუშაოს შესრულების მიზნით, თუ თქვენი საქმე იქნება პერმანენტული.
როდის აქვს სამართლიანი უფლება ხელმძღვანელს გაგანთავისუფლოს სამსახურიდან?
– ხემძღვანელს კანონიერი უფლება აქვს გაგათავისუფლოთ თანადებობიდან თუ დაარღვევთ იმ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია თვენსა და დამსაქმებელს შორის.
როცა მივდივართ ახალ სამსახურში უნდა ვიცოდეთ…
– ჩემი რეკომენდაციაა – კომპანიაში, სამსასხურის დასაწყებად მისული ადამიანი უნდა გამოიყურებოდეს თავდაჯერებულად. პირველ რიგში თქვენი თავის პრეზენტატორი ხართ თქვენ, არავინ თქვენზე კარგს არ ილაპარეკბს გაცნობისას, თქვენ უნდა მოახდინოთ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება, ამისთვის კი აუცილოებელია გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. თუ ამას ვერ მოახერხებთ დამსაქმებელი, რომელიც გიყურებთ ფიქრობს ამან თავისი თავის წარმოდგენა ვერ შეძლო, როგორ შეძლებს, რომ ჩემი კომპანიის საქმეები აკეთოს და ჩემი კომპანია მესამე პირებთან წარადგინოს…
აუცილებელი სამსახური შეარჩიოთ იმ გამოცდილებითა და ცოდნით რაც დაგროვილი გაქვთ. გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. თქვენ საბოლოო ჯამში უნდა იყოთ იმ საქმის პროფესიონალი რასაც გააკეთებთ, სხვა შემთხვევაში თქვენი მუშაობა იქნება დროებითი ხელფასი და სტიმული განვითარდეთ დაიკარგება.