საკონსულტაციო სააგენტო Brand Finance-მა წლის ყველაზე გავლენიანი ბრენდები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
გავლენიანი ბრენდების სია 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შედგა. ესენია: ბრენდის პოპულარობა, ცნობადობა, რეპუტაცია და მომხმარებელთა მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სიის სათავეში დანიური კომპანია Lego აღმოჩნდა, რომელიც საბავშვო სათამაშოებს აწარმოებს. მართალია Lego თავისი ღირებულებით მსოფლიო კომპანიებს შორის 196-ე ადგილზეა, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცნობილი ბრენდების სიის კრიტერიუმები მან ყველაზე მეტად დააკმაყოფილა.
წლის ყველაზე გავლენიანი ბრენდების ათეული ასე გამოიყურება:
1. Lego
2. Google
3. Nike
4. Ferrari
5. Visa
6. Disney
7. NBC
8. PwC
9. Johnson & Johnson
10. McKinsey