ინგლისის ბანკმა შესაძლოა მომავალი წლიდან საკუთარი, ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტა გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს თანახმად, აღნიშნული საკითხი 2015 წელს, ბანკის მიერ შექმნილმა კვლევითმა განყოფილებამ შეიმუშავა. როგორც The Telegraph ბანკში განუმარტეს, ბრიტანეთის ვალუტა, “სტერლინგთან“ – დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
ამჟამად ინგლისის ბანკი ციფრული გარიგების ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ამ ციფრულ ვალუტას მხარს უჭერს. ციფრულ ვალუტას RSCoin- ს უწოდებენ. ის ფუნქციონირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება “ფულის მიწოდების ცენტრალიზებით” განმარტეს.