2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ. პატრიარქის ლოცვაკურთხევით დამკვიდრდა ტრადიციაშობის ღამეს სარკმელთან ვანთებთ სანთელს და მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ ჩვენს გულებში. შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლებით ეგებებიან მართლმადიდებელი მორწმუნეები ყრმა იესოს, რომლისთვისაც ოცდაერთი საუკუნის წინ  არცერთი სახლი და სასტუმრო არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა.

ზამთრის ცივ ღამეში, მაშინ, როცა დავითის ქალაქს ღრმა ძილით ეძინა თივასა და ჩალაში იშვა მაცხოვარი. იმ ღამეს მხოლოდ რამდენიმე მწყემსს არ ეძინა და ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება.

„ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“.  მათაც ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

მათეს სახარება მოგვითხრობს რამდენიმე მოგვის შესახებ, რომლებიც „გაბრწყინებულ ვარსკვლავს“ გაჰყვნენ და აღმოსავლეთიდან იერუსალემში ჩავიდნენ ყრმა იესოსთვის თაყვანის საცემად. მოგვებმა – აღმოსავლელმა ასტროლოგებმა და ბრძენკაცებმა – იესოს ძღვნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური, შესაბამისად მეფურობის, ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის სიმბოლოები.

ერთ-ერთი ქადაგებისას კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა: „დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად, მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!“.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ  ყრმა იესოს დაბადებას სამყაროში არაერთი დიადი სასწაული მოჰყვა.  მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ.

სასწაულები შობის ღამის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ თუ გულწრფელად დაიჯერებ და ისურვებ აუცილებლად ახდება ოცნებები ამ ღამეს. საქართველოში გავრცელებულია საშობაო ლექსი, რომელიც სწორედ ქრისტეშობის სასწაულებზე მოგვითხრობს.

„შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა სასწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!“

საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრდა საშობაო ტრადიცია, როცა მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარები თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მომლოდინე მასპინძლებს  ღვთისსადიდებელს – „ალილოსუგალობდნენ.

XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა ბოლო წლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის ლოცვა-კურთხევით კვლავ აღდგა.  აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ინაცვლებს ქრისტეშობის მოზეიმეთა სიხარული.  

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 ნანუკა მაღლაკელიძე

 

(Visited 674 times, 1 visits today)

კომენტარები