რუსთავში ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ეკლესიის რეკონსტრუქცია 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს საღვთო ლიტურგია არ ჩატარებულა, თუმცა გახსნის ღონისძიებაზე მრევლი მილოცვებს იღებდა. ეს რუსთავში პირველი, ქვეყნის მაშტაბით კი მეშვიდე ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიაა.

საქართველოს ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიის ევანგელურ-პროტესტანტულ ფრთის სარწმუნოების აღმსარებელია. ეკლესიის მოძღვრებაში უმაღლეს ავტორიტეტად წმინდა წერილი მიიჩნევა. ის რადიკალურად არ განსხვავდება სხვა პროტესტანტული ეკლესიებისაგან და აღიარებს სულიწმინდით ნათლობის შესაძლებლობას.

ეკლესია დასაბამს იღებს მე–20 საუკუნის 90-ანი წლებიდან. მისი ცენტრი გორშია. ეკლესიები აქვთ რუსთავში, თბილისში, ხაშურსა და ქარელში. არსებული მონაცემებით, ეკლესიის წევრთა რაოდენობაა- 500 ადამიანია.

ნანუკა მაღლაკელიძე

(Visited 83 times, 1 visits today)

კომენტარები