“ჩვენ  კარგად მოგვეხსენება,რომ ერთ დღესაც, რობოტები ყველა ჩვენგანის ჩანაცვლებას შეძლებენ.

რობოტები იმუშავებენ ფაბრიკა-ქარხნებში. რობოტები შეძლებენ ჩვენი სახლების დასუფთავებას, ისინი დაგვისვამენ დიაგნოზს საავადმყოფოებში. ისინი ლექსებსაც კი დაწერენ და შემოგვთავაზებენ შესანიშნავი მუსიკალური ჟღერადობის სიმფონიებს.

 წარმოიდგინეთ, ადამიანები კი არა, თავად რობოტები შექმნიან  ასეთ რობოტებს. ასე, რომ ძალიან მალე ყველგან აღმოვაჩენთ მეტალის არსებებს, რომლებიც გაგვიმარტივებენ ცხოვრებას. თუმცა ორაზროვანია „ცხოვრების გამარტივებასთან“ დაკავშირებული შეხედულებებიც.

მთავარი კითხვა, რასაც ვეხებით არის ის თუ,როდის დადგება დღე,როცა რობოტები იქნებიან სასწავლო კაბინეტებში მასწავლებლების ნაცვლად.  პირველ რიგში, ამ მოვლენის უკეთ წარმოსადგენად უნდა მოვახდინოთ იმის ვიზუალიზაცია,თუ როგორ ასწავლიან ერთდროულად მასწავლებლები და რობოტები, რა სახის სასწავლო პროგრამა იქნება შემუშავებული?

როდესაც რობოტები შეცვლიან მასწავლებლებს:

მასწავლებლებს მოუწევთ ბავშვების დარწმუნება,რომ ელაპარაკო, უსვამდე კითხვას და აბარებდე სასწავლ მასალას რობოტს, სულაც არ წარმოადგენს სიგიჟეს…

მასწავლებლებს უფრო მეტი დრო დარჩებათ იმუშაონ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებთან, დააკვირდენ მათი სოციალიზაციის პროცესს, ოჯახში აღზრდას, კომუნიკაციას სხვა ბავშვებთან და ა.შ.

მასწავლებლებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი. ალბათ, არ ელოდით ამას რომ ვიტყოდი, როდესაც ამ სტატიის წასაკითხად შემოხვიდოდით. დიახ, მასწავლებლებს ექნებათ მეტი შემოსავალი,რადგან მათ დაეკისრებათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციები. რაც გულისხმობს მასწავლებელ რობოტებისა და მოსწავლეების კომუნიკაციას, არსებული ნაპრალის შევსებას.

მასწავლებლები შეძლებენ იმ სიტუაციების მართვას,რომელშიც რობოტები მოსწავლეებისგან წამოსულ ირონიას, სიბრალურს, აფექტურობას, მოთმინებას, ცნობისმოყვარეობას, ვერ აღიქვავენ,“- წერს ცნობილი ბრიტანელი ბლოგერი ტერი ჰეიკი ( Terry Heick) საკუთარ ვებ-საიტზე,რომელიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან განათლების მეცნიერებების ექსპერტები აქვეყნებენ საინტერესო შეხედულებებს განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

დღეს რობოტების მიერ მასწავლებლების ჩანაცვლების საკითხი აქტუალურია, მეცნიერები ფიქრობენ რომ 2030  წლისათვის სტუდენტები 10 –ჯერ უფრო სწრაფად  და ხარისხიანად მიიღებენ განათლებას რობოტებისგან, ვიდრე დღეს.  ე.წ „ბოტები“, რომლებიც დღეს ყველა წარმატებული კომპანიის მთავარ საკომუნიკაციო სისტემას წარმოადგენენ, მალე შეძლებენ მასწავლებლის ფუნქციების შეთვისებას, ისინი ინდივიდუალურ სწავლებაზეიქნებიან ორიენტირებული.

საგანმანათლებლო აპლიკაციები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახლა განვითარების ეტაპზეა, მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ეს ეხება არამხოლოდ მასწავლებლების შეცვლას, არამედ სწავლების სხვადასხვა ფორმის გამომიშავებას. ინდივიდუალურ მუშაობას თუნდაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან. ამდენად, ტექნოლოგიური  პროგრესის პირობებში განათლება მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს.

edu.aris.ge გვთავაზობს იაპონელი წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსის მიჩიო კაკუ-ს მოსაზრებას განათლების სფეროში მოსალოდნელ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ.

“ჩვენ უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით. ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, შესაბამისად, აღარ იქნება სხვა ე.წ. „მაკონტროლებელი ორგანოები“ საჭირო. ჩვენ ჩვენით განვანათლებთ საკუთარ თავს. კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, იარსებებს .. „გონიერი“ კედლები. ეს კედლები იქნება ყველგან: ბინებში, ოფისებში, ქუჩებშიც კი. საკმარისი იქნება მხოლოდ მასთან მიახლოება და თქმა: „მსურს, გავესაუბრო ბიოლოგიის პროფესორს“. წამიერად, კედელზე მეცნიერი გაჩნდება, რომელიც ნებისმიერი სახის ინფორმაციას მოგაწვდით. ეს სისტემა არა მხოლოდ განათლების.

სავსებით რეალურია, რომ 2050 წლისთვის შეიქმნება ისეთი გონება, რომელიც აღემატება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გონებასაც კი. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა პროექტმა Human Brain Project, 1-მილიარდიანი ინვესტიციით შექმნა ადამიანის ტვინის უნიკალური რუკა – “Big Brain”, რომელიც აჩვენებს ადამიანის ტვინის დეტალურ სტრუქტურას, 20 მიკრომეტრის სიზუსტით. ასეთი ანატომიური ატლასი არა მხოლოდ გაამარტივებს ნეიროქირურგების ამოცანებს და დაგვეხმარება უმძიმესი დაავადებების განკურნებაში, არამედ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ, როგორ გადაამუშავებს ტვინი ემოციებს და აღიქვამს ინფორმაციას. ეს არსებითად დააჩქარებს „ზე-გონების“ შექმნის პროცესს. ტვინის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის უწყვეტი მიწოდების რეჟიმს, ახლო მომავლის პერსპექტივაა.”

გასულ წელს, New York Times-მა მიჩიო კაკუ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად დაასახელა. იაპონელი წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა მოღვაწეობის დიდი ნაწილი შავი ხვრელებისა და სამყაროს გაფართვოების დაჩქარების შესწავლას დაუთმო, დააარსა string-ის თეორია, რომელიც ფიზიკის ერთ-ერთ ძირითად მოდელადაა მიჩნეული. მეცნიერი არის 8 ბესტსელერი წიგნის, BBC-ისა და Discovery-ს გადაცემების სერიათა ავტორი. შემოთავაზებულ ინტერვიუში იგი საუბრობს საკუთარ ხედვებზე მომავლის განათლების სისტემასთან დაკავშირებით.

წყარო : www.teachthought.com ; www.edu.aris.ge

ნათია კეკენაძე

 

 

 

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები