კომპანია H&M რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის  ფოტო აღმოჩნდა, სადაც  გამოსახულია შავკანიანი ბავშვი, რომელსაც აცვია მაისური წარწერით: ”ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში“.

კომპანიამ საბავშვო კოლექციიდან აღნიშნული ფოტო უკვე ამოიღო. ფოტო ბრენდის ბრიტანულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა, რასაც  ბუნებრივია,  საზოგადოების მხრიდან პროტესტი და ბრენდის მიმართ ბოიკოტის გამოცხადების მოწოდება მოჰყვა.

იმავე მიზეზის გამო მოიხადა ბოდიში ბრიტანულმა კომპანია  Dove-მაც გასული წლის ოქტომებერში. როდესაც ფეისბუკზე 3 წამიანი გიფი გამოაქვეყნა, სადაც შავკანიანი ქალი მუქი ფერის მაისურს იხდის და თეთრკანიან ქალათ გადაიქცევა.

ანიმაციას H&M-ის ფოტოს შემთხვევის მსგავსად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  გიფი კომპანია „დავის“ ტანის  ლოსიონს ეხებოდა. ბუნებრივია, კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ, „დავმა“ ტვიტერსა და ფეისბუკზე ბოდიში მოიხადა :  „ვწუხვართ რომ შავკანიან ქალბატონებს შეურაცხყოფა მივაყენეთ“.

ნათია კეკენაძე

(Visited 113 times, 1 visits today)

კომენტარები