15 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
18 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
18 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
18 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

„მთავარი სირთულე და გამოწვევაა,რომ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობა პარლამენტთან მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე. დიდი იმედი მაქვს, რომ სავარაუდო აზრთა სხვადასხვაობებისა, ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის კონსტიტუცია და ამ ქვეყნის ინტერესები“ , – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ახლადდანიშნულმა ანა ნაცვლიშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„იმ პოზიციაზე, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ყოველთვის საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტებს ვეყრდნობოდი. ახალ პოზიციაზე ვიქნები პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და გავაჟღერებ იმ იდეებს, რაც ექნება პრეზიდენტს. ეს ურთიერთობი უნდა ეფუძნებოდეს შედეგიანობას. აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ უნდა დავრჩეთ კონსტრუქციულობის და ეთიკის ფარგლებში. იმედი მაქვს ასეთივე იქნება პარლამენტის განწყობაც. საპარლამენტო მდივანი მოიქცევა ისე, როგორც ამას განსაზღვრავს კანონმდებლობა.

მაუწყებლის შესახებ კანონზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 15 იანვარს უნდა მიიღოს. მე გადმომებარა ამ სამუშაოს შესრულებული ნაწილი. როგორც იურისტი და მოქალაქე ვრჩები იმ აზრზე,რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაა ემსახუროს მოსახლეობას და საზოგადოებრივ ინტერესს. კანონში საფრთხეებს ვხედავდი და დღესაც ვხედავ. ამ საფრთხეს ხედავს მედიაექსპერტების დიდი ნაწილი. არის თუ არა ეს რისკები იმდენად მნიშვნელოვანი,რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღოს, ამას ვნახავთ მისი განცხადებისას“ , – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

გაზიარება