კენიის დედაქალაქ ნაირობის ერთერთ სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ ალ-ქაიდას მხარდამჭერი ეშ-შებაბის ორგანიზაციის წევრები.
შეტატკებების შედეგად მთლიანობაში 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტ უჰურუ კენიატტას ახლობლები და 2 ფრანგი ტურისტი, ამასთან 150-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
პოლიციამ შესძლო 5 თავდამსხმელის ლიკვიდირება, ხოლო დანარჩენების დაკავების მიზნით სპეცოპერაციაში ჩაებნენ კომანდოსებიც, რადგან თავდამსხმელებმა ასობით მძევალი აიყვანეს და ჯერჯერობით მხოლოდ 500 მათგანის გამოხსნა შესძლეს.
მიღებული ცნობებით სავაჭრო ცენტრი ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმულია და უფრო მეტი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით ჯერჯერობით ვერ ხდება მისი შტურმით აღება.
23.09.13