15 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
18 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
18 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
18 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

„დაფინანსების წესი არ არსებობდა, ხდებოდა გაორება, დუბლირება, ხარჯების არაეფექტური მართვა. ბუნებრივია უნდა ვიყოთ ფრთხილად მოქალაქეების ხარჯების განკარგვისას“ , – მერიისა და გამგეობების მიერ მოქალაქეების სამედიცინო დაფინანსების წესის ცვლილებაზე თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„პრიორიტეტად განისაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ვეტერანები. საერთო სახელმწიფო დაზღვევების ფასების მიხედვით მოხდება მკურნალობების ხარჯების დაფარვა და არა კლინიკების ფასების მიხედვით. ხშირად წნევის მედიკამენტის გამოწერა ხდებოდა გაურკვეველი რაოდენობით, აქაც განისაზღვრა ლიმიტი რა ფარგლებში შეიძლება მედიკამენტების დაფინანსება.

თუ მკურნალობის ფასი არის 1000 ლარამდე, ისინი მივლენ და დაფინანსდებიან გამგეობების მიერ, ხოლო თუ 1000 ლარზე ზემოთ არის ხარჯი, დაფინანსდებიან მერიის მხრიდან. მოწყვლადი ჯგუფები სრულად დაფინანსდებიან, ხოლო არაპრიორიტეტული ჯგუფები 40 %-ით. სოციალური დახმარებებისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი. ყველა, ვისაც სჭირდება და დაამტკიცებს,რომ მოწყვლად ჯგუფს ეკუთვნის, მიიღებს სოციალურ დახმარებას“ , – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

გაზიარება