15 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
18 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
18 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
18 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

„ერთი პოზიციით ლიბერალიზაციის მიზანი არის ის,რომ მოხმარება შემცირდეს, თუმცა დეპუტატების და საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს იქნება წახალისება და დამღუპველი“ , – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო მსჯელობებზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „მთავარი თემა“ ისაუბრა.

„ეს აზრთა სხვადასხვაობა ახალი არ არის, მაგრამ მთავარია ავიღოთ სწორი გეზი, მიზანი არის საერთო. ნებისმიერი ადამიანი,რომელიც ამ თემაზე კამათობს, ეთანხმება საერთო პოზიციას, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს ნარკომომხმარებლის რიცხვის შემცირება. მხოლოდ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვკამათობთ. უნდა ავირჩიოთ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვინდა თუ ლიბერალური.

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო,რომ უნდა ვიყოთ ლიბერალურები ნარკომომხმარებლების მიმართ. საუბარი არ ყოფილა გადაზიდვის, გავრცელების, მითუმეტეს გასაღების ნაწილში ლოიალობაზე. ის,რომ სირცხვილი უნდა იყოს ნარკომოხმარება, ყველა ვთანხმდებით. 90-იან წლებში ამით ყველა ამაყობდა. მომხარებელი რომ ციხეში არ უნდა იყოს, ემთხვევა პატრიარქის პოზიციას, მაგრამ როცა მომავალი თაობის ინტერესებზე საუბრობდა, გულისხმობდა, რომ ვიპოვოთ ბალანსი. უნდა მოვნახოთ გამოსავალი,რომ ხვალ მაგალითად ჩემს შვილს ესირცხვილებოდეს ნარკომომხმარებელთან ურთიერთობა“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

გაზიარება