2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

“რუსთავის მერია, დედაქალაქის მიმართულებით, სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას,” – ამის შესახებ,  “თბილისი თაიმსს” რუსთავის მერიაში განუცხადეს.

ქალაქ რუსთავის მერია: ,, რუსთავის მერია, დედაქალაქის მიმართულებით, სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთაველ სტუდენტებს შეხვდა,  პროექტის განხორციელების გზები განიხილა და მათთან ერთად იმსჯელა იმ სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლებიც საწყის ეტაპზე პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან. რუსთავის მერი სტუდენტების მოსაზრებებითაც დაინტერესდა და პროგრამის ეფექტური დაგეგმვის მიზნით, წინადადებების წარდგენა და პროცესში აქტიური ჩართულობა შესთავაზა.  რადგანაც პროექტზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს, დეტალური მხარეები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა მოქმედებს.  სოციალური პროგრამა  შემდეგი სახის სოციალური დახმარების გაცემას ითვალისწინებს:  1მატერიალური წახალისება; 2სწავლის საფასურის დაფარვაში ხელშეწყობა.

ა) პროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;  ბ) არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს;  გ)არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; დ)არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს.  პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის, სოციალური დახმარება (მატერიალური წახალისებათვეში 50 ლარს მოიცავს. თანხა სტუდენტებს მათ მიერ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ერიცხებათ.

ნინო ზარიძე

(Visited 87 times, 1 visits today)

კომენტარები