კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც გელათის მთავარი ტაძრის აბსიდის ფრესკაზე დამონტაჟეული განათებაა ნაჩვენები. სააგენტოს ცნობით, განათება უკვე მოხსნილია.

“2018 წლის 7 იანვარს სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო ჯგუფში “ხელოვნების ისტორიკოსებ”-ში ბატონმა Nikoloz Nikolozishvili -მა განათავსა ფოტოსურათი, სადაც ასახულია, თუ როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით  განათება დღეს მოიხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მოვლა-პატრონობას ეხება და ქმედითი რეაგირებისკენ გვიბიძგებს. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს სამოქალაქო აქტიურობისათვის,”- ნათქვამია განცხადებაში.

(Visited 86 times, 1 visits today)

კომენტარები