15 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
18 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
19 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
19 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთანდაკავშირებით საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მათ განცხადებებს ყურადღებით მოეკიდებიან.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, უმრავლესობა შეეცდება, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს და ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა იქნება, რომელიც ერთი მხრივ, ნარკოდამოკიდებულების შემცირებას მოემსახურება და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

“კონსენსუსის მიღწევა რთულია, მაგრამ კონსენსუსი შესაძლებელია და ამას ჩვენი მხრიდან მეტი ძალისხმევა დასჭირდება. გარკვეული საკითხებია, რომელიც მისაღებია, მათ შორისაა მკურნალობა, არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ჩვენი გუნდის ნაწილი არ ეთანხმება. საერთო საკითხებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელიც ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა კილაძემ.

გაზიარება