17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება შესაძლოა პურის ფასზეც აისახოს. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ესაუბრა.

მან ასევე თქვა, რომ კომპანიებს შეიძლება პურის წონის ან ხარისხის შემცირებაც მოუწიოთ.

„ბევრ მწარმოებელს პურზე დაბალი ფასი აქვს, შედარებით არარეალური. მაგალითად, პურის საშუალო ფასი, თუ ავიღებთ საქარხნო პურს, ძირითადად არის 70-დან 90 თეთრამდე. ბაზარზე არის საცხობები, რომლებიც მუშაობენ 50 და 60 თეთრად. სწორედ ეს ფასი შეიცვლება. იმიტომ, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ ფასის დაჭერას, რადგან ელექტროენერგიასა და ბუნბრივ აირზე ფასი იცვლება. მე ვიცი, რომ ბევრი ელოდება პირველ ქვითრებს და ამის შემდეგ, დაიწყებენ გადაანგარიშებებს.

რაც შეეხება ფასებს, რთული სათქმელია. ეს ერთმანეთზეა აგებული – ვაჭრობა და დისტრიბუცია. მწარმოებელი თუ 5 თეთრს მოუმატებს, ალბათ, 5 ან 10 თეთრს მოუმატებს დისტრიბუტორი. ასევე ფასს გაზრდის ვაჭრობა.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია მწარმოებლებს პურის ხარისხის ან წონის შემცირება მოუწიოთ. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მეწარმე იყენებს. საერთოდ, პურის ფასების ხშირი ცვალებადობა ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ხალხისთვის.“ – მალხაზ დოლიძე, პურის ცხობის მეწარმეთა ქ.თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე.

პურპროდუქტების კომპანიაში „პურის სამყარო“ გვითხრეს, რომ შეინარჩუნებს თუ არა კომპანია პურის ფასის საბაზრო ღირებულებას, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

„ჯერ-ჯერობით, კომპანიაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ასე რომ, მოიმატებს თუ არა ფასი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.“ – კომპანია „პურის სამყარო.“

კომპანია „იფქლი“ კი, ამ ეტაპზე, ფასის მომატებას არ აპირებს.

დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია „იფქლი“ ყველა არსებულ პროდუქტზე უცვლელ ფასსა და წონას ინარჩუნებს. უახლოეს მომავალში არ იგეგმება პურის ფასის გადახედვა, თუმცა, დოლარის არასტაბილურობის გამო რთულია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება. პურის ფასის ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის უპირველესი, თავად ნედლეულის ფასია, რომელიც დოლარის კურსის კორექტირების შესაბამისად იცვლება. ამ ეტაპზე, კომპანია „იფქლი“ ახერხებს ყველა სახეობის პროდუქტზე არსებული ფასის შენარჩუნებას,” – აცხადებენ კომპანიაში.

ნინი მაზიაშვილი

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები