ოკეანეებს დედამიწის ზედაპირის 71%-ზე მეტი უკავია. მათ აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ 3 მილიარდი ადამიანი საკვებით და ყოველწლიურად მოუტანონ მსოფლიო ეკონომიკას 3 ტრილიონი დოლარი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ის რესურსი,რაც ოკეანეებში მოიპოვება ადამიანებისთვის, ულევია. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოლოდინში ადამიანებისა და ოკეანეების ურთიერთობა ფორმაციას განიცდის. ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მანქანათმცოდნეობის განვითარება საშუალებას იძლევა,რომ მოხდეს ოკეანეების რესურსების ხელახალი, უსაფრთხო საშუალებებით ათვისება.
ამ შესაძლებლობების გამოყენებამდე საჭიროა შევაფასოთ ოკეანის ამჟამინდელი მდგომარეობა. მეცნიერების თქმით, ოკეანეები „კრიზისშია“. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი,რომ СO2-ის რაოდენობა წყალში 30%-ია. ამასთანავე, ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება ოკეანეებში. ბოლო კვლევებით, 2050 წლისთვის შესაძლოა ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იყოს.
ამდენად, გაეროს გარემოსდაცვითი ფონდები და კომისია,რომელიც აქტიურად მუშაობს და წარმოდგენილია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამ პრობლემის აქტუალობის წარმოსაჩენად, ხაზს უსვამენ პლასტმასის გადამუშავების მნიშვნელობას.
ოკეანეები დედამიწაზე არსებულ ეკოსისტემებს შორის ყველაზე პროდუქტიულად მიიჩნევა მასში არსებული კვებითი რესურსის გამო. თევზჭერის 80%-ს სწორედ ოკეანე უზრუნველყოფს.
როგორც უკვე მიხვდით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ოკეანეებში დაბინძურებაა. პლასტმასი და სხვა ნივთიერებები ოკეანეში პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ხვდება. ოკეანეების დაბინძურებების კლასიფიცირებისას გამოყოფენ ქიმიურ, მექანიკურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ დაბინძურებას. მათი უმეტესი ნაწილი განპირობებულია წარმოებით, მშენებლობებით, კომუნალური და სოფლის მეურნეობის მიზეზებით.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იქნა არსებულ საფრთხეებს შორის ყველაზე საშიში და სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები. ასეთ მთავარ საფრთხეებად განისაზღვრა : კანალიზაცია, ქიმიკატები, პლასტმასისა და რადიოაქტიური ნარჩენები, ნაგავი. ამ ნივთიერებების საფრთხისშემცველობას განაპირობებს მათი ტოქსიკურობა და ის ფაქტი,რომ ნელა იხრწნება, გროვდება ცოცხალ ორგანიზმებში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ხსენებაც. დადგენილია, რომ ოკეანეში ყოველწლიურად 1,5 მლნ ტონამდე ნავთობი იღვრება, მაშინ როცა 25 მლნ ტ ნავთობი სრულიად საკმარისია, რომ მთელი მსოფლიო ოკეანის ზედაპირი 0,1 მმ სისქის ნავთობის აპკით დაიფაროს.
ნათია კეკენაძე