„ქვლივიძეს ბრალი პოლიციელის დაჭრაში არ ედება, ეს არის აპიარებული თემა. გამოძიება მას არ ედავება,რომ პოლიციელი დაჭრა, მითუმეტეს დანით. პოლიციელი დაზარალებულად არ არის ცნობილი“ , – ამის შესახებ თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა „ ტვ პირველზე“, გადაცემაში „ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„საიდან მოიტანა მინისტრის მოადგილემ,რომ პოლიციელზე თავდასხმა განხორციელდა, ეს საქმის მასალებში არ არის. ჩვენ არ ვიცით არის თუ არა პოლიციელი დაჭრილი, არც სამედიცინო ცნობა, არც ფოტოგრაფია, არც ესქპერტიზის დასკვნა არ არის საქმეში. ის გამოკითხული არის და აცხადებს,რომ მიიღო დაზიანება ხელზე. თუმცა, საერთოდ დაჭრის ფაქტი არ არის დადგენილი. ამ ადამიანს პოლიციის ფორმაც არ ეცვა, როდესაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა.
დაცვის უფროსი და პოლიციელი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და აქვთ ურთიერთობა, ამიტომ იცოდა მესხმა,რომ ის პოლიციელი იყო. როდესაც ადამიანი არის დანით დაჭრილი, სამედიცინო ცნობა არ უნდა ჩაიდოს საქმეში? თუ რა დახმარება გაეწია, რა დიაგნოზი აქვს. მე როგორც ადვოკატმა შემიძლია გითხრათ,რომ ვინმეს დაჭრის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს. პირველ რიგში პროკურატურასთან გვაქვს პრეტენზიები“ , – განაცხადა დავით კორკოტაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე