„სასამართლო პროცესებზე მისვლასაც ვეღარ ვუძლებ,როდესაც ცივსისხლიანი მოსამართლეები ტვინს არ ატანენ არაფერს“ , – მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ დაკავების საქმეზე ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაინც განცდა მქონდა,რომ ამ ადამიანს ციხეში აღარ დააბრუნებდნენ. ალბათ იმიტომ,რომ ეს ადამიანი ასხივებდა ოპტიმისტურ განწყობას. რაც სასამართლომ გააკეთა კიდევ ერთხელ არის დადასტურება თავისი მარაზმატიკული სახის. ყველას დაგვანახეს, რამდენად იდიოტურ სისტემაში ვართ. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი,რომელიც იტყვის,რომ მას „ბახალამ“ რამე დაუშავა და ის 8 წლით გაუშვეს ციხეში. ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება,რომელიც მას არ ჩააყენებს ისეთ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც დღეს თავი ჩაიყენა ამ მოსამართლემ.
ამ კანონის არ შეცვლის მიზანია ძალოვანი უწყებებისთვის „ჩადების“ სისტემის შენარჩუნება. მანამ სანამ ამ სისტემას „ბირჟა მაფია“-ს მსგავსი შემთხვევებისთვის დასჯილი კონკრეტული პირები არ ეყოლება, მანამ შეგვიქმნიან ილუზიას პატარ-პატარა გამარჯვებებით, თითქოს რაღაცა გამოვტყუეთ სისტემას. ეს სისტემა დასაშლელია აგურ-აგურ და ასაწყობია თავიდან. „ბახალა“ რომ 8 წლით ჩასვეს ციხეში არის ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც იძახდა,რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ შეიძლება, რადგან 4-სვეტიანი კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ეს სიტყვები ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნათქვამი ყველა არის უსინდისო, თავხედი და მათ სინდისზეა ამ ადამიანების ციხეში გაშვება“ , – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე