თბილისის მერია დედაქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური გრაფიკის დაწესებას გეგმავს. შესაძლოა სუპერმარკეტებმა და მაღაზიებმა პროდუქცია ღამის საათებში ჩაიბარონ. იმის გასარკვევად, თუ როდიდან შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში – „თბილისი თაიმსი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას დაუკავშირდა.
,,ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მერიასთან, რათა მაქსიმალურად დავიცვათ იმ მაღაზიებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ინტერესები, რომლებისთვისაც ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია,“ – განაცხადეს დისტრიბუტორთა ასოციაციაში.
ნინო ზარიძე