ანგელა მერკელი დავოსის საერთაშორისო ეკონომიკის ფორუმზე, საკუთარ მიმართვაში, ევროკავშირში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, შეინიშნება საშიში ტენდენცია,რაც ევროკავშირში მუდმივად დაძაბულ და კონფლიქტურ გარემოს ქმნის.
„ჯერ კიდევ, რომის იმპერიამდე და ჩინეთის დიდი კედლის შექმნამდე დარწმუნდა მსოფლიო,რომ საზღვრებს მისთვის კარგი არაფერი მოუტანია. ჩვენ გვჭირდება კარგი კოოპერაცია ჩვენს მეზობლებთან, გვჭირდება ისეთი შეთანხმებები,რომელთაც აუცილებლად აღვასრულებთ“.
კანცლერმა ასევე აღნიშნა,რომ ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიგრანტების კრიზისის მოგვარებაზე და პროცესები უფრო მეტად თანამშრომლობითი უნდა გახადოს.
„ჩვენ არ გვჭირდება პატერნალისტური მიდგომა: აფრიკას თან უნდა დავეხმაროთ და თან ჩვენს პარტნიორებად მივიღოთ.“
ანგელა მერკელმა ასევე გაამახვილა ყურადღება შიდა და გარე თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებაზე ევროკავშირისთვის.
„ჩვენ გვჭირდება საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება; ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევიმუშავოთ ხელახალი თავდაცვითი პოლიტიკა“.
ციფრული ეკონომიკა ანგელა მერკელის მიმართვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. კანცლერმა გერმანიის ეკონომიკაზე, წინსვლებსა და მიღწევებზე ისაუბრა, მისი თქმით, გერმანია გარდაუვალი ცვლილებების ერაშია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ქვეყანაში უმუშევრობის დაბალი დონეა.
ნათია კეკენაძე