17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვიდან ნაწყვეტს.

პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ს მიღწევებსა და იმ ცვლილებებზე,რომლებმაც პოზიტიური შედეგები მოიტანა ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა დააანონსა აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ახალ საერთაშორისო სავაჭრო სტრატერგიაზე მუშაობაც, რომელსაც სულ მალე წარდუგენს შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერებს.

“ჩემთვის დიდი პატივია  ვიყო თქვენთან ერთად ფორუმზე, სადაც წარმოდგენილები არიან ლიდერები ბიზნეს სამყაროდან, მეცნიერებიდან, ხელოვნებიდან, პოლიტიკიდან თუ სამხედრო სფეროდან. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ შეხედულებებს იმის შესახებ,თუ როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი, როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ გავზარდოთ უსაფრთხოება და დავამყაროთ მშვიდობა მსოფლიოში.

მე წარმოვადგენ შეერთებულ შტატებს და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ ვცდილობთ ამერიკელ ხალხს დავუბრუნოთ ძველი რწმენა, რწმენა „ამერიკული ოცნების“ შესახებ,რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილებს, უსაფრთხო საცხოვრებელს და უკეთეს ცხოვრებას ჩვენი შვილებისთვის.

აშშ-ში არსებული რამდენიმე წლიანი სტაგნაცია შეცვალა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ. ქვეყანაში შეიქმნა 2.4 მილიონი სამუშაო ადგილი. აშშ-ს ახალი კურსი პატარა ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ეხება, ამ ნაბიჯითა და მონოპოლიების შემცირებით, კონტროლის შემცირებით ჩვენ უფრო მეტი სამუშაო ადგილი მივიღეთ. 2017 წელს აფრო-ამერიკელებისა და ესპანელი ამერიკელების უმუშევრობის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

აშშ-ში ვცდილობთ,რომ გადასახადები სოციალურად დაბალი ფენებისთვისა და პატარა ბიზნეს წამოწყებებისთვის არ იყოს მაღალი. ეს მათ საშუალებას აძლევს ჰქონდეთ საკუთარი დანაზოგი და მოახდინონ მოგების ბრუნვა ქვეყნის შიგნით. ამდენად, ამერიკა ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, სტარტაპერისთვის არის ის ადგილი,სადაც ინვესტიციები აუცილებლად გარდაიქმნება მოგებად,  სახელმწიფოსგან არ იარსებებს არცერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მიღწევა ახდენს ზეგავლენას სხვა ქვეყნების და მთლიანად მსოფლიოს განვითარებაზე. ჩვენ არამხოლოდ ამერიკელი ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ მსოფლიო ხალხების უკეთესი მომავლისთვის ვიღვწვით. ყველაფერი იმის პარალელურად, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც მიმდინარეობს ამერიკაში, აშშ მუშაობას იწყებს ახალი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის შექმნაზერომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას. ეს იქნება ბილატერალური სავაჭრო ხელშეკრულება ქვეყნებს შორის. ჩემი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ენერგო უსაფრთხოების საკითხზეც.

ჩვენ ვურჩევთ მსოფლიო ქვეყნებს გაატარონ ისეთი ადმინისტრაციული რეფორმები,როგორსაც ჩვენ ვატარებთ აშშ-ში. ჩვენ ვცდილობთ,რომ  საჯარო ინსტიტუციები იყოს უფრო მეტად სანდო და ანგარიშვალდებული, საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ ისტორიულად ყველაზე დიდ ცვლილებებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ ვერ მივიღებთ ეკონომიკურ კეთილდღეობას უსაფრთხოების გარეშე.

იმისთვის,რომ მსოფლიო დაცული იყოს ტოტალიტარული ან სამხედრო რეჟიმებისგან, ტერორიზმისგან.  გვინდა მოვუწოდოთ მსოფლიო ქვეყნებს,რომ შემოუერთდნენ ჩვენს კავშირებს საკუთარი თავდაცვის სისტემით და ერთობლივად შევქმნათ უსაფრთხო გარემო მსოფლიოში.

ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნებთან იმისთვის,რომ შევამციროთ ჯიჰადისტი ორგანიზაციებისგან არსებული ტერორისტული საფრთხეები, ისევე როგორც ეს მოხდა ISIS-ის შემთხვევაში. ერაყი და სირია ჩვენი ერთობლივი მოქმედებებით 100%-ით განთავისუფლდა ISIS-სგან.

როდესაც ვსაუბრობთ წარმატებებზე, არ უნდა გამოვყოთ მხოლოდ ეკონომიკური მიღწევები. ქვეყანა არ არის კორპორაციების ან პროდუქციების ერთიანობა, მისი სიდიადე სწორედაც რომ განისაზღვრება მოქალაქეების კეთილდღეობით, მათი ღირებულებების, სიამაყის, სიყვარულის, თავდადების პატივისცემით.

დღეს, მსურს გითხრათ- შემოგვიერთდეთ იმ საქმეში,რასაც ნათელი მომავლის შენება ჰქვია.

ღმერთმა დაგლოცოთ! “

ნათია კეკენაძე

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები