ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევები ორმაგდება. მათგან დასაცავად დროული რეაგირებაა საჭირო. ადამიანები გრიპსა თუ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებს თავისებურად ებრძვიან. „თბილისი თაიმსი“ პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დაუკავშირდა. რომელია  გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებ ყველაზე ეფექტური საშუალება, რა არის საჭირო მისი პრევენციისთვის და, ზოგადად, რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე გავრცელებულ ვირუსებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ზამთარში იმატებს. ამ სეზონზე, საქართველოში, რომელიმე ვირუსული ინფექცია თუ არის დაფიქსირებული?

 ვირუსული ინფექციების განსაკუთრებული აქტივაცია შემოდგომაზამთრის პერიოდში იწყება, განსაკუთრებულ პიკს აღწევს ზამთარში, რადგან ვირუსის აქტივაციის განსაკუთრებული ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაციება.

ამჟამად, საქართველოში, რამდენიმე ვირუსული ინფექციის სიხშირე შეიმჩნევა. ვხვდებით, როგორც რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსს, რომელიც როგორც ზედა ასევე ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებს, ასევე  პარაგრიპის ვირუსს, ძირითადად ლარინგო-ტრაქეიტების კლინიკური სურათით, ადენოვირუსულ ინფექციებს, რომელიც  როგორც სასუნთქი სისტემის ასევე თვალის კონიუქტივის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანებით – შესაბამისად,  ფარინგიტების, კონუნქტივიტების კლინიკური სურათით, პირღებინებით და დიარეით მიმდინარეობს.  გახშირდა სეზონური გრიპის შემთხვევებიც,რომელიც ყოველ წელს ფიქსირდება. A დაB ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ძირითადად,  სასუნთქ სისტემას აზიანებს.

სეზონური გრიპი ვრცელდება აერწვეთოვანი გზით (ცემინება,ხველა), ასევე,  ადამიანის შეხებით ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან და ზედაპირებთან.

შარშანდელთან შედარებით, წელს ბავშვებში გრიპის ვირუსი რა სიხშირით ვრცელდება და გართულებებს რამდენად იწვევს? უმეტესად, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა საფრთხილო

 გრიპის ვირუსის კლინიკური გამოვლინებები იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 1-5დღეში, მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან დაახლოებით ერთ კვირაში ხდება, თუ გართულებებს

ადგილი  არ აქვს.  გრიპის ვირუსი განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულთათვის, წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

დღეს უკვე შეიმჩნევა სეზონური გრიპის აქტივაცია, თუმცა ჯერჯერობით ბევრ გართულებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

გრიპი ხასიათდება,  როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობით(განსაკუთრებით იმ სარისკო ჯგუფებში,რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე). მას ახასიათებს უეცარი დაწყება ჰიპერთერმიით, თავისძვლების და სახსრების ტკივილითპირღებინება გულისრევა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ლეთარგიულობა და ადინამია. ის შეიძლება გართულდეს პნევმონიით (ფილტვების ანთებით), რაც დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. სხვათაშორის, თითქმის ყველა უჩივის ყელის და ყურის ძლიერ ტკივილებს. ასევე, შეიძლება გართულდეს ნეიროტოქსიკოზით (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გულყრა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოებით.  შესაძლოა, გამწვავდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, გამოიწვიოს მენინგიტის, ენცეფალიტის განვითარება და ..

 როგორც პედიატრი, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის აცრას რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცი ვაქცინა ყოველწლიურად მზადდება ვირუსის იმ შტამების გათვალისწინებით,რომლებიც გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.

საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის ყველაზე გავრცელებული ვირუსებისგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1ტიპის ინფლუენზა B ვირუსი)

ვაქცინები ძალიან მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხო.

მოსახლეობის ვაქცინაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ოქტომბერ-ნოემბრის თვეები,რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, ამ პერიოდში ვაქცინირებული ადამიანები სეზონური გრიპის გავრცელების პერიოდს მომზადებულები ხვდებიან.

გრიპის პროფილაქტიკის სხვა საშუალებებიც არსებობს(ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია), თუმცა მივმართავ თხოვნით ყველას, რომ ექიმის გარეშე, თვითნებურად,  არანაირი საშუალება არ გამოიყენონ…

როგორია თქვენი, როგორც პედიატრის რეკომენდაცია, რა არის საჭირო გრიპის ვირუსის პრევენციისთვის?

– იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ გრიპის ვირუსი, ჯობია ეპიდემიის პერიოდში მოვერიდოთ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ბავშვების გაყვანას, ხშირად გავანიავოთ ბინები,ბავშვთა დაწესებულებების ოთახები დავალაგოთ სველი წესით, ნუ გავუშვებთ ავადმყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში,  ხშირად ვამყოფოთ სუფთა ჰაერზე. ვკვებოთ ბალანსირებულად, ცოცხალი ვიტამინები (ხილიბოსტნეული) მეტად გამოვიყენოთ კვებაში, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები (ხელების ხშირი დაბანა) უარყოთ მისალმების ქართული წესი(გადაკოცნა), ვიხმაროთ ნიღაბი, რომელიც მაქსიმუმსაათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ. ნიღბები და ერთჯერადი ხელსახოცები ჩავყაროთ ურნაში და არ დავდოთ მაგიდაზე, ვასწავლოთ ბავშვებს როგორ უნდა მოიქცნენ ხველების და ცემინების დროს, დავტვირთოთ მეტი სითხით… მეტად მოვეფეროთ, მივუალერსოთ, სითბო და სიყვარული ხელს უწყობს იმუნიტეტის მოდულაციას!

ნინო ზარიძე

(Visited 1,031 times, 1 visits today)

კომენტარები