გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გახდება აშშ-ს მეგობარი, სანამ საერთაშორისო პოლიტიკას არ შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში და ირანის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ჰეილიმ ასევე “აღმაშფოთებელი ფაქტი” უწოდა 2016 წლის აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს.