16 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
17 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
19 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
20 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
20 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დღეს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა დედოფლის ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერში 6 თვით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსალოცად ჩააბრძანეს.

გაზიარება