რძისა და მისი ნაწარმის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის  აუცილებელია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები დადებით ეფექტს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუკი შესაბამისი სამსახურები მათ შემადგენლობას დროის ხშირი ინტერვალით გააკონტროლებენ. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. რამდენად ხშირად ხდება რძის პროდუქტების მონიტორინგი და გამოკვლეულია თუ არა ნებისმიერი ვაჭრობის ობიექტებზე გასაყიდი რძის ნაწარმი, ინტერვიუდან გაიგებთ.

დროის რა ინტერვალით კონტროლდება რძის პროდუქტები? მონიტორინგი მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებში ხორციელდება თუ გარე ვაჭრობის ობიექტებსაც მოიცავს?

– სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის მიხედვით, იმ ბიზნესოპერატორების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, გეგმური ინსპექტირება  წელიწადში ორჯერ ხორცილდება. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:

ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე;

ბ) სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე;

გ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს;

დ) მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებთან

დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვის არსებობისას;

ე) ზედამხედველობის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმის მიერ სააგენტოსათვის გაგზავნილი დოკუმენტაციის დოკუმენტური შემოწმების შედეგად დასაბუთებული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;

ვ) ბიზნესოპერატორის მოთხოვნის, მათ შორის, აღიარების მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარ

საწარმოში;

ზ) სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა არის კანონდარღვევა და აკრძალულია, აქედან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გარე ვაჭრობაზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, რძის პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის შეუსაბაო რა ნივთიერებები აღმოჩნდა და რომელ დაწესებულებებში გამოვლინდა ხარვეზები? დაახლოებით, როგორია სტატისტიკა, უფრო მეტი დარღვევა სად გვხვდება….

 სურსათის ბიზნესოპერატორების მონიტორინგი  სურსათის ნიმუშების/სინჯების აღებისა და დოკუმენტური შემოწმების გზით ხორციელდება.

რძის და რძის პროდუქტების ნიმუშების 2017 წლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები ასეთია:

  • ნედლი რძის ლაბორატორიული კვლევა  ბრუცელოზზე: ნიმუშების/სინჯების რაოდენობა 68, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 24
  • რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენა: ნიმუშების/სინჯების რაოდენობა 105, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 0
  • ყველში რძის ფხვნილის აღმოჩენა: ნიმუშების/სინჯების რაოდენობა 21, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 10
  • ნედლ რძეში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევა: ნიმუშების/სინჯების რაოდენობა 295, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 148.

2017 წელს დოკუმენტური შემოწმებისას  58 დარღვევა გამოვლინდა.  

დოკუმენტური შემოწმება მოიცავს სურსათის (ამ შემთხვევაში, რძისა და რძის პროდუქტების) ეტიკეტის შემოწმებას, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის მიკვლევადობას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, ვარგისიანობის ვადას. ასევე,  ბიზნესოპერატორის რეგისტრაციაც მოწმდება.

 

 

 

 

 

 

(Visited 59 times, 1 visits today)

კომენტარები