„ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ საკუთარ შვილებს მივცეთ განათლება, მივცეთ ცოდნა. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ თუ, რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული, რომ ადამიანს ქონდეს სწორი ხედვა, რათა სწორი არჩევანი გააკეთოს,“ – ამის შესახებ, მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „პრაიმშოუ“განაცხადა. გადაცემაში საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში გახშირებული ადრეული ქორწინებე, მოუმწიფებელი სექსუალური ურთიერთობების შედეგად დანგრეული ოჯახები და სხვა.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ უნდა მივიღოთ ხორციელი სიამოვნება. ჩვენთვის რა ურფო მნიშვნელოვანია სულიერი მდგომარეობა ადამიანის, თუ ხორციელი? პირველ რიგში ეკლესია ადამიანებს იღებს ისეთს როგორიც არის, ანუ ეკლესია არ გაურბის ამ პრობლემას, პირიქით ეკლესია გვთავაზობს ამ პრობლემის მოგვარებას.

პავლე მოციქული საუბრობს ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე –  ჩვენი სხეული არის ღვთის ტაძარი და არ შეიძლება ადამიანმა ეს ღვთის ტაძარი შებილწოს. ამის უფლება ადამიანს არ აქვს. შემდეგ  პავლე მოციქული ამატებს – ცოლს თავისი სხეული არ ეკუთვცნის, არამედ მისი სხეული ეკუთვნის ქმარს, ასევე აგრძელებს – არც ქმარს ეკუთვნის მისი სხეული, არამედ მისი სხეული ეკუთვნის ცოლს. ადამიანები ბუნებით, ხასიათებით სხვადასხვანაირები არიან.  ვიღაცას ხშირად უნდა ურთიერთობა და ვიღაცას ნაკელბად, ზუსტად ამაში უნდა გაუგოს ცოლ-ქმარმა ერთმანეთს, ამას ამბობს ეკლესია. თუ ქალია ბუნებით აქტიური და მას ხორციელი ურთიერთობა ხშირად უნდა, მაშინ კაცმა უნდა გაითვალისწინოს ისე რომ, ის ცოდვაში არ ჩავარდეს. დიალოგი უნდა შედგეს ცოლ-ქმარს შორის. ეკლესია მარხვაშიც კი არ კრძალავს ცოლ-ქმრის ურთიერთობას. პავლე მოციქული ეპისტოლეში ამბობს – შენ შეგიძლია, რომ მოითნმინო და ორმოცი დღე გაძლო ხორციელი ურთიერთობის გარეშე, მაგრამ შენმა მეუღლემ (ამაში ორივე მხარე იგულისხმება- ცოლიც და ქმარიც) შეიძლება ვერ გაძლოს, ამიტომ ის, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს უნდა გაითვალისწინო შენი მეუღლე, შენი მეუღლის გამო უნდა გააკეთო ეს.

ადამიანი მარტო ხორცი არ არის, ბევრად უფრო სულია ვიდრე ხორცი. მინდა კითხვა დავსვა – რა უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის სულიერი თუ ხორციელი? რა უფრო გაგახარებთ ხორციელი სიხარული თუ სულიერი სიხარული? ხორცზე შეგვიძლია ვიზრუნოთ მაგრამ, როცა ხორცზე ვზრუნავთ სულზე ვერაფრით ვერ  ვიზრუნებთ.

პავლე მოციქული ამბობს: „ვერცა მპარავთა, ვერცა ჩუკენთა, ვერცა მამათმავანთა, ვერცა ანგართა სასუფეველი ცათა ვერ დაიმკვიდრონ“. ანუ ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვაში არიან, ისინი სამოთხეში ვერ მოხვდებიან. ეს არის ეკლესიის, სწავლება, საღვთო სწავლება. ამის შემდეგ, პავლე მოციქული აგრძელებს: „თუ ოდესმე ასე იყვენით მაშინ განიბანენით და განიწმინდენით და გამართლდით უფლის სახელით“, – ანუ ადამიანს ეკლესია არ წირავს. უბრალოდ გეუბნევა, რომ თუ შენ ამ ცოდვაში ხარ, შენ ვერ გამართლდები და ვერ ცხონდები. ეს არის ეკლესიის პოზიცია, ადამიანი ამას ან მიიღებს ან არა, ეს მასზეა დამოკიდებული. რადგან ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი.

პირველ რიგში ადამიანმა უნდა მიიღოს განათლება. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ საკუთარ შვილებს მივცეთ განათლება, მივცეთ ცოდნა. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ თუ, რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული, რომ ადამიანს ქონდეს სწორი ხედვა, რათა სწორი არჩევანი გააკეთოს. ძირითადად წავიდა ტენდენცია, რომ ადამიანს უნდა ქონდეს ხორციელი ურთიერთობა, რომ ქორწინებამდე მან გამოცდილება შეიძინოს. რასაც ეკლესია ვერ დაეთანხმება ვერასოდეს. მინდა ავღნიშნო, რომ ეკლესია წერს მეორე და მესამე ჯერზეც ჯვარს. მე პირადად ძალიან ბევრ ოჯახთან მითქვამს, რომ ამათი ოჯახის ერთად ყოფნა აღარ შეიძლება, ოჯახი დანგრეულა და მეორე ჯვრის წერა ჩამიტარებია. ეკლესია შენ ამას არ გეუბნევა, რადგან არ გაგიმართლა, მეორედ აღარ უნდა დაიწრეო ჯვარი. ჩემთვის მიუღებელია, ის ლოგიკა, რომ ადამიანს უნდა ქონდეს ურთიერთობა მანამდე სანამ გათხოვდება, მაგრამ რამდენთან? შეიძლება ერთთან არ მომეწონა, მეოესთან? მესამესთან? მეათემდე? მაშინ მეძავობასა და ამის შორის რა განსხვავებაა? განსხვავება ის, არის, რომ ერთი ადამიანი ამაში ფულს იღებს და მეორე ადამიანი სიამოვნებას. ეს არის მიუღებელი, რადგან ეკლესია ამბობს, რომ თქვენი სხეული არის ტაძარი ღვთისა. ეკლესია ქორწინების გარეშე ურთიერთობას გამორიცხავს. ეს არის ეკლესიის პოზიცია.“

 

(Visited 686 times, 1 visits today)

კომენტარები